„ტაბულას“ პიკაპის მძღოლი დავით ჭეიშვილი მოწმის სახით გამოიკითხა
„ტაბულას“ პიკაპის მძღოლი დავით ჭეიშვილი გამოკითხვის შემდეგ მთაწმინდის პოლიციის სამმართველოდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. თითქმის რვა საათის განმავლობაში ის მოწმის სტატუსით იკითხებოდა.
დავით ჭეიშვილი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქვეითი პატრული არ დაშავებულა, როგორც ამას შსს-ში აცხადებენ. კვლავ საჯარიმო სადგომზე რჩება პიკაპი და გახმოვანების აპარატურა. ადვოკატ თამარ პატიაშვილის ინფორმაციით, ისინი ტექნიკური დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდება „ტაბულას“ რედაქციას.
„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებას. გამოძიებასთან ბატონმა დავითმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებაზეა საუბარი ან რა ფაქტზე.
გამომძიებელმა თქვა, რომ მანქანიდან შტატივი იყო გადმოწეული და შენთხვევით თუ განზრახ მოხვდა პოლიციელს მხარზე, რის შედეგადაც მოხდა დაზიანება. სწორედ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოკითხვის შემდგომ მძღოლი გათავისუფლდა განყოფილებიდან“, – განაცხდა თამარ პატიაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას მომხდარი შემთხვევის გამო, „ტაბულას“ პიკაპის მძღოლი დავით ჭეიშვილი და მანქანაში მყოფი კიდევ სამი პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, „ტაბულას“ პიკაპი საჯარიმო სადგომზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაიყნეს, რა დროსაც პოლიციელი დაშავდა.