საფეხბურთო ვებგვერდმა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე შეიყვანა.
ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა „როსტოვთან“ ბოლო ტურის შეხვედრა, რომელიც „უფამ“ გასვალზე 0:1 მოიგო.
„მთელი რიგი თამაშების ჩავარდნების გამო, „უფა“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ აუტსაიდერი „ტამბოვთან“ მოგების შემდეგ, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „როსტოვს“ სძლია და ზედიზედ მეორედ დაასრულა მატჩი ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
„უფასთან“ „ტამბოვს“ საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ „როსტოვის“ შეტევების შემდეგ, სტუმართა მეკარესთან ბურთი იშვიათად აღწევდა. ეს დაცვის თავდაჯერებული მოქმედებების შედეგი იყო, სადაც ყველაზე შთამბეჭდავად ტაბიძემ ითამაშა. ის ზოგჯერ ხისტად, წესის დარღვევის პირზე მოქმედებდა, მაგრამ ძალიან ეფექტურად. ფაქტია – ტაბიძის ანგარიშზე „როსტოვთან” მატჩში ოთხი ართმევა და ოთხი მოგებული საჰაერო დუელია“, – ასე დაასაბუთა გამოცემამ ქართველი მცველის გამორჩევა.