ტაბატაძეს ლიგა 2-ის ბომბარდირის პრიზი გადასცეს
ტაბატაძეს ლიგა 2-ის ბომბარდირის პრიზი გადასცეს

ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და მწვრთნელის შემდეგ, ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო წელს ონლაინ რეჟიმში იმართება, ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც დააჯილდოვეს.

კუთვნილი პრიზი თომა ტაბატაძემ მიიღო. „რუსთავის“ თავდამსხმელმა დასრულებული სეზონის 18 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ამას გარდა, მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის 29 წლის ბომბარდირმა სეზონის დასრულებისთანავე გუნდი შეიცვალა – ტაბატაძე ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბში, „საბურთალოში“ მიიწვიეს და კონტრაქტი გაუფორმეს.