ტაბატაძემ ყაზახეთში ისევ გაიტანა #1TVSPORT
ტაბატაძემ ყაზახეთში ისევ გაიტანა #1TVSPORT

ყაზახეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს, მაგრამ თავის გამოჩენა მხოლოდ ერთმა მოახერხა.

თემურ ჩოგაძემ ყარაღანდის „შახტიორის“ ფორმით პირველი ტაიმი ჩატარა „თურანთან“ გასვლით მატჩში და ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე ნახევარში კი შეცვალეს – ყარაღანდელებმა 2:0 მოიგეს.

თომა ტაბატაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი – ბოლნისის „სიონის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც „აკჟაიკში“ გადავიდა, მეტოქის კარი „ქაისართან“ შინ ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში აიღო და 5 მატჩში 4 გოლის ავტორი გახდა.

ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ამ შედეგით თასის პლეი-ოფის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდა. „აკჟაიკშის“ შემადგენლობაში ლუკა იმნაძეს არ უთამაშია, რომელიც უცნობი მიზეზების გამო განაცხადში ვერ მოხდა.