ტაბატაძემ ნახევარფინალში გაიტანა - ქართველების გუნდი ყაზახეთის თასის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაბატაძემ ნახევარფინალში გაიტანა - ქართველების გუნდი ყაზახეთის თასის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

თომა ტაბატაძემ ყაზახეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ურალსკისაკჟაიკს“ „ტარაზთან“ მოგებასა (5:3) და ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ყაზახეთის თასის ნახევარფინალური მატჩი ურალსკისაკჟაიკმა“ შინ ჩაატარა. ყაზახეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლო ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება „ტარაზს“. მაგრამ ურალსკელებმა თასზე წარმატებით ითამაშეს.

თომა ტაბატაძესთან ერთად „აკჟაიკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა იმნაძე. „ტარაზის“ სასტარტო თერთმეტეულში ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი იყო.

ტაბატაძემ აქამდე თასის 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა და თავი ამჯერადაც გამოიჩინა. მან მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა და გუნდის წარმატებული თამაში განაპირობა. ურალსკელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს და საბოლოოდ, მატჩის მოგებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ 5:3.

აკჟაიკი“ ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა და ტიტულისთვის „ორდაბასს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „ასტანა“ გასვლაზე 3:2 დაამარცხა.