სვინდალი სამთო თხილამურების ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი სამთო თხილამურების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 35 წლის სვინდალმა სწრაფდაშვების დისტანცია წუთსა და 40.25 წამში დაფარა და 12 მეასედი მოუგო თავის თანამემამულე ჩეტილ იანსრუდს. მესამე ადგილზე გავიდა შვეიცარიელი ბიტ ფოიცი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ამ დისციპლინაში.

სვინდალი კარიერაში მეოთხე ოლიმპიადაზე გამოდის და თავისი მეორე ოქრო და მეოთხე მედალი მოიპოვა. მან ვანკუვერში სუპერგიგანტში გაიმარჯვა, აგრეთვე, ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა სწრაფდაშვებასა და გიგანტურ სლალომში.

სწრადდაშვებაში სოჭის ოლიმპიური ჩემპიონი მატიას მაიერი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი(მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე