სვენ მიქსერი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს
სვენ მიქსერი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, – ამის ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვთქვათ და ხაზი გავუსვათ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

ერთ-ერთ ასეთი მისწრაფება არის ევროკავშირთან დაახლოება. იმედი მაქვს, ივლისში ჩვენ უკვე უფრო ნათლად გვეცოდინება, რამდენად შესრულდა 8 მარტის შეთანხმება. იმედი მაქვს, ასეც იქნება“, – განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა.