ეს იყო თბილისური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ თამაშში „დინამოს“ 21 და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა.
თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში ტაიმის ბოლოს გახსნეს: გიორგი ძარიამ საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა 1:0. მეორე ტაიმში სომხების კარის ბადე მეკარესთან პირისპირ გასულმა აკაკი შულაიამ შეარხია. ამის შემდეგ დინამოელებმა 7 ფეხბურთელი შეცვალეს. ბოლო წუთზე სომხების კარში მესამე გოლის გატანის რეალური შანსი მიხეილ ერგემლიძეს ჰქონდა, მაგრამ მიზანს ააცილა და საბოლოოდ „დინამომ“ 2:0 გაიმარჯვა.
„ალშკერტი“ სომხეთის ჩემპიონატის ლიდერია. 14 ტურის შემდეგ გუნდი 29 ქულით ლიდერობს, კონკურენტ „პიუნიკს“ კი ორი ქულით უსწრებს. ერევნელები თბილისს 17 მოენბერს ესტუმრნენ და „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ხანმოკლე შეკრებას ატარებენ.
დინამო 2:0 ალაშკერტი
გოლი: 1:0 ზარია (45), 2:0 შულაია (60)
დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ივანისენია, ძოწენიძე, ქარდავა, ზარია, ერგემლიძე, შენგელია, შულაია, ზივზივაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გილმორი, ქოჩლაძე, ივანიშვილი, გულდედავა, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგიძე, კიტეიშვილი