„სუტიესკას“ მწვრთნელი -„გაგრასთან“ უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ #1TVSPORT
„სუტიესკას“ მწვრთნელი -„გაგრასთან“ უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრასთან“ შეხვედრამდე მონტენეგროს „სუტიესკას“ მთავარმა მწვრთნელმა, მილია სავოვიჩმა და გუნდის კაპიტანმა ვლადან გილიენმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მილია სავოვიჩი: „ქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარით, მაგრამ „მიხეილ მესხის“ სტადიონმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ვიცით, რომ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე ქვეყანაში ჩამოვედით.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს რაც შეეხება, „გაგრას“ უშუალოდ ვეთამაშეთ, მანამდე ვიდეოჩანაწერებითაც გავეცანით მის გამოსვლებს და წარმოდგენა გვაქვს, როგორი გუნდია.

პირველი მატჩის შედეგი დამაკმაყოფილებელია და უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ. ხვალ მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, რადგან მინიმალური სხვაობით მოგება სარისკო შედეგია.

ვლადან გილიენი: „მეკარე ვარ და მთელი გუნდის თამაშის შეფასების მეტი საშუალება მაქვს, რადგან ყველაფერს ვუყურებ. „გაგრას“ თამაში მომეწონა, გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდია. ისიც გამოჩნდა, რომ „გაგრა“ ჩემპიონატს თამაშობს და ტონუსშია, მთლიანობაში კარგი მოწინააღმდეგეა.

„გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკასთან“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი 15 ივლისს თბილისში „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. „გაგრა“ „სუტიესკას“ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).