„სუტიესკა“-„გაგრას“ ბერძენი მსაჯები გაუძღვებიან #1TVSPORT
„სუტიესკა“-„გაგრას“ ბერძენი მსაჯები გაუძღვებიან #1TVSPORT

„გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკასთან“ მატჩებისთვის ემზადება. პირველი შეხვედრა 8 ივლისს, პოდგორიცაში, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

8 ივლისს „სუტიესკასა“ და „გაგრას“ დაპირისპირებას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება – მთავარი არბიტრი, ემანუელ სკოულასი იქნება. მას ასისტენტობას კონსტანტინ ნიკლაიდი და ანდრეა მენტანოსი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იოან პაპადუპოლოსი იქნება

„გაგრა“ პოდგორიცაში 6 ივლისს გაემგზავრება და მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ „სუტიესკას“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრას კი გაგრელები, ერთი კვირის თავზე, 15 ივლისს უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

კონფერენც ლიგის პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ ისრაელის წარმომადგენელს, თელ-ავივის „მაქაბის“ შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება.