სურათზე კარგად ჩანს - არბიტრმა „საბურთალოს“ ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა
სურათზე კარგად ჩანს - არბიტრმა „საბურთალოს“ ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის „საბურთალომ“ თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

თუმცა, თბილისელებს სამი ქულის მოპოვება შეეძლოთ, რომ არა მთავარი არბიტრის შეცდომა. „საბურთალომ“ 76-ე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა – საჯარიმოდან ჯეროენ ლემუს დარტყმული ბურთი მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, მაგრამ ლევან კაკუბავამ დამატებაზე თავით გაიტანა.

არბიტრმა ბაკურ ნინუამ თამაში გააგრძელა და გოლი არ ჩათვალა, რამაც „საბურთალოს“ ფეხბურთელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, ამ სურათზე ჩანს, რომ „საბურთალომ“ გოლი გაიტანა და ბურთმა ხაზი გადაკვეთა – მინიმუმ, 20-30 სმ-ით მაინც.

გოლი რომ ჩაეთვალათ, ეროვნულ ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „საბურთალო“ 11 ქულით ლიდერს, გორის „დილას“ გაუთანაბრდებოდა.