სუპერმატჩი ლოს ანჯელესში - „კლიპერსმა“ „ბოსტონს“ ოვერტაიმში სძლია (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 11 შეხვედრა გაიმართა. „სტეიპლს ცენტრში“ მისული გულშემატკივარი ბრწყინვალე მატჩის მომსწრე გახდა.

ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“  აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ბოსტონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში ანგარიშით 107:104 სძლია.

დოკ რივერსის გუნდში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით ლუ ვილიამსი გამოდგა. 25 ქულით დაასრულა მატჩი პოლ ჯორჯმა. 14 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა პატრიკ ბევერლიმ. კავაი ლეონარდმა მატჩი 17 ქულით დაასრულა. ბოსტონელთა შორის ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა.

ფილადელფია-ნიუ იორკი 109:104

ვაშინგტონი-სან ანტონიო 138:132

ატლანტა-მილუოკი 127:135

ბრუკლინი-შარლოტი 101:91

მაიამი-კლივლენდი 124:100

ტორონტო-ორლანდო 113:97

დალასი-გოლდენ სტეიტი 142:94

ჩიკაგო-დეტროიტი 109:89

მინესოტა-იუტა 95:103

დენვერი-ჰიუსტონი 105:95