სუპერლიგის ფინალში „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან
სუპერლიგის ფინალში „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში თბილისის „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ქუთაისმა“ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მეხუთე მატჩი მოუგო „რუსთავს“.

ბოლო შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა და ძალიან დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებმა პირველი სამი მეოთხედი მოიგეს და ბოლო 10-წუთეულის წინ 10 ქულით იყვნენ წინ. სირენამდე ხუთწუთნახევრით ადრე, „ქუთაისის“ უპირატესობამ მაქსიმუმს – 13 ქულას მიაღწია, თუმცა, „რუსთავმა“ შეძლო გაბრძოლება, 12:1 გაიქცა და ორი წუთით ადრე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა – 77:79.

მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს სიზუსტემ უმტყუნა და „ქუთაისმა“ 85:79 მოიგო, გაიმარჯვა სერიაში – 3:2 და ისევე, როგორც შარშან, სუპერფინალში „დინამოს“ შეხვდება.

მასპინძლებში 18 ქულა და ცხრა პასი ჰქონდა დეჟუან რაითს, 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა.