სუპერლიგის ცხრა დამფუძნებელი გუნდი ევროპული კლუბების ასოციაციაში დაბრუნდა #1TVSPORT
სუპერლიგის ცხრა დამფუძნებელი გუნდი ევროპული კლუბების ასოციაციაში დაბრუნდა #1TVSPORT

ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) გამოაცხადა თავის რიგებში ცხრა კლუბის დაბრუნება, რომლებიც გავიდნენ სუპერლიგის პროექტიდან.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადა 12-მა კლუბმა – „არსენალმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ჩელსიმ“, „ტოტენჰემმა“, „ლივერპულმა“, „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ატლეტიკომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“ და „მილანმა“. ამას მოჰყვა ამ გუნდების მიერ ECA-ის შემადგელობის დატოვება.

ახლა, ევროპული კლუბების ასოციაციამ ყველა კლუბი უკან მიიღო თავის რიგებში. გამონაკლისები არიან „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“, რომლებიც კვლავაც ამტკიცებენ, რომ ახალი ელიტური ტურნირის შექმნა აუცილებელია.