სუპერლიგა | თსუ-ს სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია #1TVSPORT
სუპერლიგა | თსუ-ს სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია #1TVSPORT

საკალათბურთო გუნდ თსუ-ის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით არწივიძემ.

თსუ-მ შევსება მიიღო გამოცდილი მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და ახალგაზრდა სპეციალისტის – დიმიტრი ჭელიძის სახით. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ნუგზარ ჭეიშვილი ბოლო წლებში უნივერსიტეტის ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა, ხოლო სუპერლიგაში თსუ-ს უმაღლესი წარმატება სწორედ მის სახელს უკავშირდება. 2010-2011 წლების სეზონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგაში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

„სულით თსუ-ელი ვარ. დიდი ხანია, თსუ-ში ვარ, მთხოვეს, რომ დავხმარებოდი ლექსოს და ვეცდები ჩემი გამოცდილება გუნდს სრულად მოვახმარო. თსუ-ს დიდი რესურსი აქვს, მშვენიერი გუნდია, ყველა რგოლში კარგი მოთამაშეები ჰყავს. ცოტა გადაღლილია, იმიტომ რომ პირველ წრეში მაქსიმუმი გაიღეს და 10-დან 7 მატჩი მოიგეს. მეორე წრეში უკვე ამოწურული იყო ძალები. იმედია, რომ სათასო მატჩში კარგად გამოვალთ და იმასაც ვფიქრობ, რომ სუპერლიგაში ისე დასრულდება რეგულარული ჩემპიონატის მატჩები, რომ პლეი ოფში გავალთ. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული“.

13 აპრილს თსუ-ს თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩი ელის „ოლიმპთან“.