სუპერლიგა - „ოლ სტარის“ მონაწილეთა გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო #1TVSPORT

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. 2022 წლის ქართული „ოლ სტარის“ მატჩი-აქცია 28 იანვარს, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება.  ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (თსუ-ის მთავარი მწვრთნელი)  უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (ქუთაისის თავარი მწვრთნელი).

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გულშემატკივრებს  ხმის მიცემა შეუძლიათ:  superleague.ge/allstar/vote