სუპერლიგა 2019/20 - „ოლიმპი“ სეზონს სამი ლეგიონერით ხვდება
სუპერლიგა 2019/20 - „ოლიმპი“ სეზონს სამი ლეგიონერით ხვდება

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე 11 გუნდიდან „ოლიმპი“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ახალი სეზონის წინ შემადგენლობა სრულად დააკომპლექტა.

ლეგიონერები ჯერ არ ჩამოსულან, თუმცა ოქტომბრამდე, ვიდრე დუდუ დადიანის მემორიალი, შემდეგ სუპერლიგა დაიწყება, ამერიკელებიც ჩამოფრინდებიან და გარკვეული პროცედურების გავლის მერე გუნდს შეუერთდებიან.

აგვისტოს ბოლოს გამართული განვითარების ლიგიდან „ოლიმპმა“ რამდენიმე კალათბურთელი დაიმატა. ამ ლიგაზე გუნდს დიმიტრი ჟაკობოვის ასისტენტი დავით როგავა ხელმძღვანელობდა. მისი გუნდი ფინალში გავიდა, ის კი ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ახალ სეზონში „ოლიმპში“ სამი ამერიკელი ითამაშებს: დევანტე ფოსტერი, ჯოშ იჰეკი და კენდრიკ ტომპსონი. დევანტე 203 სმ სიმაღლის მოძრავი ფორვარდია, ჯოში – 206 სმ სიმაღლის ცენტრი, ხოლო კედრიკი – 190 სმ სიმაღლის უკანახაზელი, რომელსაც გასულ სეზონში დეიტონას კოლეჯში კარგი სტატისტიკა ჰქონდა: 16.6 ქულა, 3.8 მოხსნა, 3.0 პასი.

გუნდის მენეჯერმა, გიორგი გუგეშაშვილმა ცამეტკაციანი შემადგენლობა უკვე ნომრების მიხედვით დალაგებული მოგვაწოდა:

 

ოლიმპი 2019-20

0. ლევან ქვარცხავა

1. დევანტე ფოსტერი

2. ოთარ ფხაკაძე

3. ჯოშ იჰეკი

​5. კენდრიკ ტომპსონი

6. კახა ჯინჭარაძე

7. კოკა ფიფია

10. დათი აბულაძე

11. ნიკა რატიანი

13. ლუკა კალატოზიშვილი

21. საბა შარვაშიძე

24. ლევან გოგიჩაიშვილი

31. დავით წივწივაძე

დატოვე კომენტარი