სუპერკომპიუტერმა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
სუპერკომპიუტერმა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

მონაცემთა დამუშავების კომპანია FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა 2020-21 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული. მისი გამოთვლებით, ჩემპიონატს “მანჩესტერ სიტი” მოიგებს.

“თითოეულ გუნდს აქვს შეტევისა და დაცვის რეიტინგი. შეტევის რეიტინგია – გატანილი გოლების მოსალოდნელი რაოდენობა, დაცვის რეიტინგი კი წარმოადგენს გაშვებული გოლების მოსალოდნელ რიცხს. ეს რეიტინგები იძლევიან SPI-ის საერთო რეიტინგს. ეს არის მოსალოდნელი ქულების პროცენტი. მოგება იძლევა სამ ქულას, ფრე – ერთ ქულას, წაგებისთვის ქულა არ იწერება”, – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ალგორითმების თანახმად, ჩემპიონი 85 ქულით “მანჩესტერ სიტი” გახდება, რომელსაც ბურთების სხვაობა ექნება – +53. მეორეზე 12-ქულიანი ჩამორჩენით იქნება “ლივერპული”, მესამეზე – “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც მერსისაიდელებს ორი ქულით ჩამორჩება.

პროგნოზის თანახმად, პრემიერლიგიდან გავარდება – “ფულჰემი”, “შეფილდი” და “ვესტ ბრომვიჩი”.

ამ მომენტისთვის “მანჩესტერ სიტი” სათავეში უდგას გათამაშების ცხრილს, “მანჩესტერ იუნაიტედი” მეორეა, “ლივერპული” – მეოთხე”.