სუნდკვისტმა „სენტ-ლუისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „სენტ-ლუის ბლუზის“ თავდამსხმელმა ოსკარ სუნდკვისტმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
ახალი შეთანხმება 25 წლის შვედთან ხუთწლიანია. ანაზღაურების სახით კი მოთამაშე წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს მიიღებს.
2018/2019 წლების სეზონზე სუნდკვისტმა რეგულარული ჩემპიონატის 74 მატჩში 31 (14+17) ქულა დააგროვა. პლეიოფებში კი 25 შეხვედრაში 9 (4+5) ქულა.
Oskar Sundqvist set career highs in goals, assists and points last season and avoided arbitration by agreeing to a four-year deal Sunday. https://t.co/AahdIIixSH #stlblues
— St. Louis Blues 🏆 (@StLouisBlues) 21 July 2019