Sunday Express - ჯამალ ხაშოგი ​იემენში საუდის არაბეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა
Sunday Express - ჯამალ ხაშოგი ​იემენში საუდის არაბეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ​იემენში საუდის არაბეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sunday Express-ი ხაშოგის მეგობარ მეცნიერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე მას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე შევხვდი. წუხილი ეტყობოდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, მითხრა, რომ საუდის არაბეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება მოიპოვა. იმედოვნებდა, რომ დოკუმენტურ მტკიცებულებასაც მოიპოვებდა“, – განუცხადა ხაშოგის ნაცნობმა გამოცემას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის დაზვერვამ სექტემბრის დასაწყისში ჟურნალისტის გატაცების გეგმის შესახებ იცოდა. დაზვერვის წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ჟურნალისტის საუდის არაბეთში ჩაყვანის ბრძანება სამეფო წრის წევრებისგან მოდიოდა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ხაშოგის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.