The Sun - "არსენალმა" ლეონ გორეტცკას ტრანსფერი მოაგვარა
The Sun - "არსენალმა" ლეონ გორეტცკას ტრანსფერი მოაგვარა

ბრიტანული გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” ახლოს არის “შალკესა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველთან ლეონ გორეტცკას გადაბირებასთან.

მომავალი გარიგების დეტალები უკვე ცნობილია: 22 წლის გერმანელი 2018 წლის ზაფხულში “არსენალის” ფეხბურთელი, თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “შალკე” ფეხბურთელში ვერანაირ თანხას ვერ მიიღებს.

იანვარში ფეხბურთელი და “არსენალის” წარმომადგენლები პირადი კონტრაქტის პირობებზე მოილაპარაკებენ.
ლეონ გორეტცკას 2017-18 წლების სეზონის 12 მატჩში 4 გოლი და ერთი შედეგიანი პასი აქვს.