სუმო | ტოჩინოშინი მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში დღეს დაიწყო და 15 დღე გაგრძელდება ნოემბრის ბაშო. ეს ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) კარიერაში 99-ე ბაშოა, ამ ტურნირზე ქართველი დასავლეთის მერვე მაეგაშირას რანგით იასპარეზებს.

პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იყო. ქართველმა მეტოქე დოჰიოს მიღმა გადაიყვანა და მსაჯმა მას გამარჯვებაც მიანიჭა, მაგრამ დამატებითმა მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ დოჰიოდან ტაკანოშოზე ადრე ტოჩინოშინი გავიდა და, შესაბამისად, ქართველს წაგება ჩაუთვალეს.

ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ ჩაატარებს, მისი მეტოქე მე-7 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.