სულშერმა დაადასტურა - რონალდოს დებიუტი „ნიუკასლთან“ შედგება #1TVSPORT
სულშერმა დაადასტურა - რონალდოს დებიუტი „ნიუკასლთან“ შედგება #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შაბათს, „ნიუკასლის“ წინააღმდეგ შედგება, – ამის შესახებ ოლე გუნარ სულშერმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ნორვეგიელ სპეციალისტს არ უთქვამს, რომ რონალდო სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მაგრამ აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ამ თამაშში მონაწილეობას მიიღებს.

„ის სეზონის დაწყებამდე „იუვენტუსში“ კარგად მოემზადა, ითამაშა ეროვნულ ნაკრებშიც და ბოლო კვირას ჩვენთანაც კარგად ივარჯიშა. ის აუცილებლად გამოვა სათამაშოდ. რონალდომ იცის, რომ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება თუ როდის ითამაშებს და როდის არა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს რაც შეიძლება დიდი ხანი ითამაშოს.

მისი გაწვრთნა და საუკეთესოს მიღება ჩემი საქმეა. მისგან საუკეთესოს მიღება მსურს და რა თქმა უნდა, შედეგს მასთან კომუნიკაცია მოიტანს. მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ საუკეთესო ყოფილიყო და ახლაც აქვს.“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-4 ტურის შეხვედრას „ნიუკასლის“ წინააღმდეგ შაბათს, 18:00 საათზე „ოლდ ტრაფორდზე“ გამართავს. სამი ტურის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ 7 ქულა აქვთ დაგროვებული.