სულამანიძის პირველი გამარჯვება 11 წამში, ბექაური და მაისურაძეც მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT 

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას შვიდი ძიუდოისტი განაგრძობს.

90 კგ-ში პირველი შეხვედრები სამივე ქართველმა მოიგო. ბექაურმა კანადელ გაგნონს ვაზარით აჯობა, მაისურაძემ საუდის არაბეთის წარმომადგენელი გრეგორიანი შებოჭვით დაამარცხა, ღვინიაშვილმა კი ბულგარელ ივანოვს დამატებით დროში სძლია. სამივე მაგთანი მეოთხედფინალში იასპარეზებს.

100 კგ-ში ძალიან ლამაზი გდებით პირველი ორთაბრძოლა 11 წამში მოიგო ილია სულამანიძემ. ამავე წონაში ჯერ არ უჭიდავია ონისე სანებლიძეს.

ტურნირს მოულოდნელად გამოეთიშნენ მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.