სულამანიძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სულამანიძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, 100კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე ძალიან ძლიერი ძიუდოისტები დაამარცხა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა.

დღესვე, მოგვიანებით ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება. ბრინჯაოსთვის კი საბა ინანეიშვილი (+100) თურქ ქემაკ ერდოღანთან იჭიდავებს.

დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.