სულამანიძემ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფონსეკა დაამარცხა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდნენ. სულამანიძემ რეპეშაჟიში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პორტუგალიელი ფონსეკა შებოჭვით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეჯიბრებაზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კი ტურინირი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.