სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი იჭიდავებს.

ჩვენი ძიუდოისტებიდან ტატამზე პირველი 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდა. ქართველმა ყაზახი მოლდაგულოვი ლამაზი გდებით, იპონით დაამარცხა და მერვედფინალში უზბეკ ტურაბოევს შეხვდება.

დანარჩენი ოთხი – ლუკა მაისურაძე (90კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირზე რამდენიმე წუთში დაიწყებენ ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.