ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე - სულამანიძე და ხარაზიშვილი ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ხუთს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ტურნირზე ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ ილია სულამანიძე (100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (90კგ). სულამანიძე უნგრელ, ხოლო ხარაზიშვილი უკრაინელ ძიუდოისტს შეხვდება.

ხარაზიშვილის ბრძოლა

 

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის 18 წლის მიხეილ ჯაფარიძე (100კგ), საბა ინანეიშვილი (+100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ოთხი ძიუდოისტი – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე 81კგ), შალვა გურეშიძე (+100) და ნინო გულბანი (70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.