სულამანიძე და ინანეიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველი ძიუდოისტები წარმატებულად ასპარეზობენ.

ჩვენი ორი სპორტსმენი – ილია სულამანიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირის ფინალში იჭიდავებენ. სულამანიძემ ნახევარფინალში, დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში რუსი ძიუდოისტი გაფრთხილებებით დაამარცხა, ხოლო ინანეიშვილმა უზბეკ ახალგაზრდას სუფთა გდებით სძლია.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი დემეტრაშვილი (+100) იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ყულაბაში უკვე ორი ოქროს მედალია. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.