სულამანიძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვიდნენ. სულამანიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც ნიდერლანდელ კორელთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი კი მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.