სულამანიძე, ბექაური და მაისურაძე თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ, ღვინიაშვილი ბრინჯაოს მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ძიუდოისტი განაგრძობს.

ილია სულამანიძემ (100 კგ) მეოთხედფინალში იპონით ჩეხი ბეზდეკი დაამარცხა და ნახევარფინალში ბრაზილიელ ბუზაგარინის შეხვდება.

ასევე ფინალში გასასვლელად იჭიდავებენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ). ბექაურმა ნაკლებად ცნობილ იპონელ ტაჯიმას იპონით მოუგო და ბერძენ ცელიდისს დაუპირისპირდება.

მაისურაძემ კი 1/4-ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ბერძენ ცელიდისთან მოულოდნელად წააგო ბექა ღვინიაშვილმა და რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მოპოვებას.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.