სუძუკის ტრანსფერი პსჟ-ში ჩაიშალა #1TVSPORT

20:11, 15.08.2026

იტალიური „პარმასა“ და იაპონიის ნაკრების მეკარის, ზიონ სუძუკის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“ ჩაიშალა.

კლუბებს შეთანხმებული ჰქონდათ გარიგება და დაწყებული იყო დოკუმენტების გაცვლა. შაბათს 23 წლის მეკარეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო. მაგრამ ბოლო მომენტში სუძუკის წარმომადგენლებმა ტრანსფერის სანაცვლოდ საკომისიო თანხა მოითხოვეს, რომელიც პსჟ-ში ძალიან მაღალი მოეჩვენათ.

ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, ტრანსფერი აღარ შედგება.

მსგავსი