სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ მთავრობის ყოფილი წევრები დააკავა
სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ მთავრობის ყოფილი წევრები დააკავა

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ მთავრობის ყოფილი წევრები დააკავა. სამხედრო საბჭოს პრესსპიკერმა ოპოზიციას ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის შერჩევისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ მათ პოზიციას გაიზიარებს.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები სამოქალაქო პოლიტიკური მმართველობის შემოღებამდე გაგრძელდება.

სამხედრო საბჭოს წარმომადგენელმა თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები არ იქნება გამოყენებული, თუმცა გზების ბლოკირება უნდა მოიხსნას და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უნდა აღდგეს.

სუდანის სამხედრო საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება გამოაცხადა, მათ შორის არის პოლიციის, არმიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების ახალი ხელმძღვანელობა, მედიაზე დაწესებული შეზღუდვებისა და ცენზურის მოხსნა და ყოფილი პარტიის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების მიზნით კომიტეტის შექმნა.

სუდანის ყოფილი ლიდერი, ომარ ალ-ბაშირი შინაპატიმრობაში იმყოფება.