სუარესს მესის შემდეგ ნეიმარიც გამოექომაგა 
სუარესს მესის შემდეგ ნეიმარიც გამოექომაგა 

„ბარსელონას“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ლიონელ მესი თანაგუნდელის, ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ გადასვლას გამოეხმაურა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. მესიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სუარესის „ბარსელონადან“ გაგდება უსამართლო და უაზრო საქციელი იყო.

არგენტინელი ფორვარდის სტატუსს კომენტარი ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დაუწერა. ნეიმარი მესის მგავსად კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაოცებულია.

„არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, – დაწერა ნეიმარმა მეის სტატუსის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა „ბარსელონადან“ ცოტა ხნის წინ გაუშვეს და ის „ატლეტიკოს“ რიგებს შეუერთდა.