სუარესის სკანდალი გრძელდება - „იუვენტუსს“ პერუჯას უნივერსიტეტთან კორუფციული გარიგება ჰქონდა
სუარესის სკანდალი გრძელდება - „იუვენტუსს“ პერუჯას უნივერსიტეტთან კორუფციული გარიგება ჰქონდა

პრესაში გაჩნდა იმ სკანდალის ახალი დეტალები, რომელშიც “ბარსელონას“ ყოფილი ფორვარდი ლუის სუარესი აღმოჩნდა გახვეული.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ახლოს იყო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „იუვენტუსში“ გადასვლასთან, მაგრამ გარიგება ბიუროკრატიული ნიუანსების გამო ჩაიშალა – ფორვარდმა ვერ მოასწრო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიური პასპორტის აღება, თუმცა, იტალიური ენის გამოცდა წარმატებით დაძლია.

სკანდალი კი მოყვა იმას, რომ ჟურნალისტებმა სუარესი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარებისას თაღლითობაში დაადანაშაულეს, რადგან ფეხბურთელმა წინასწარ იცოდა გამოცდის საკითხები.

ამის შემდეგ, გაზეთმა „კორიერე დელა სერამ“ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ “იუვენტუსის“ იურისტი სუარესის გამოცდის წინ, პერუჯას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და გარიგება შესთავაზა – თუ ურუგვთაელი გამოცდას ჩააბარებდა, სანაცვლოდ მომავალში ამ სასწავლებელში აღნიშნულ გამოცდებზე უფრო მეტ ფეხბურთელს გაუშვებდა.

შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით, იტალიის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.

ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს კარიერას.

დატოვე კომენტარი