სუარესი თვლის, რომ ნეიმარმა „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა

11:22, 04.09.2019
Barcelona's Uruguayan forward Luis Suarez (R) and Barcelona's Brazilian forward Neymar warm up before the UEFA Champions League football match FC Barcelona vs Manchester City at the Camp Nou stadium in Barcelona on October 19, 2016. / AFP PHOTO / JOSEP LAGOJOSEP LAGO/AFP/Getty Images ORIG FILE ID: AFP_HA9DW

„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი თვლის, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა „კამპ ნოუზე“ დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა.

შეგახსენებთ რომ, ბრაზილიელი ფრანგულ კლუბში 2017 წელს გადავიდა, ხოლო ამ ზაფხულს უკან დაბრუნება სურდა, მაგრამ უშედეგოდ.

„ჩვენ ველაპარაკეთ ნეიმარს მაშინაც კი, როდესაც მას „ბარსელონადან“ წასვლა უნდოდა. ჩვენ მას ვუთხარით, რომ იგი ფრანგულ კლუბში ისეთივე ეფექტური არ იქნებოდა, როგორც „ბარსელონაში“. მაგრამ მან მაინც წასვლა გადაწყვიტა. ახლაც ნეიმარმა „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა“, – განუცხადა ურუგვაელმა AS-ს.

მსგავსი