სუარესი და გრიზმანი „ბარსელონას“ ვარჯიშზე ერთმანეთს არ იმჩნევდნენ
სუარესი და გრიზმანი „ბარსელონას“ ვარჯიშზე ერთმანეთს არ იმჩნევდნენ

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი ცივად შეხვდა გუნდის ახალწვეულ ანტუან გრიზმანს, – წერს ესპანური პრესა.

ორი დღის წინ, სუარესი შეუერთდა „ბარსელონას“ ვარჯიშებს – ის გუნდში „კოპა ამერიკას“ შემდეგ დაბრუნდა.

პირველი ვარჯიშის დროს, მოთამაშეები ერთმანეთს არ უყურებდნენ, თუმცა სუარესი ვარჯიშის წინ მიესალმა თავის ახალ პარტნიორს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს, სუარესმა საჯაროდ გააკრიტიკა გრიზმანი მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მაშინ ანტუანმა მეოთხედფინალში გატანილი გოლი არ აღნიშნა თავისი ურუგვაელი მეგობრების მიმართ პატივისცემის ნიშნად. ამაზე სუარესმა უპასუხა: „გრიზმანი ფრანგია და მან არ იცის, რას ნიშნავს იყო ურუგვაელი. მან არ იცის, ვინ ვართ ჩვენ და წარმოდგენა არ აქვს, რისი გაკეთებაა საჭირო, რათა წინ წაიწიო და ფეხბურთში წარმატებული გახდე“.