სუარესი – „ბარსელონას“ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

12:02, 15.07.2020

კატალონიური გრანდის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში  საკუთარი გუნდის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ესპანეთის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის“ არარეალური ხდება. „სევილიასთან“, „სელტასა“ და „ატლეტიკოსთან“ ჩვენი შანსები ხელიდან გავუშვით, – ციტირებს სუარესის სიტყვებს  Sport. – ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ და ეს ჩვენი მთავარი მიზანია“.

პრიმერა დივიზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ ოთხი ქულით უსწრებს.

მსგავსი