სუარესი „ბარსელონას“ 25 მილიონ ევროს სთხოვს
სუარესი „ბარსელონას“ 25 მილიონ ევროს სთხოვს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი შეიძლება დარჩეს კატალონურ კლუბში მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ აპირებს ახალ სეზონში 33 წლის ურუგვაელზე აქცენტის გაკეთებას.

სუარესი მზად არის წავიდეს „ბარსელონადან“, მაგრამ კონტრაქტით გათვალისწინებულ სრულ თანხას ითხოვს, მათ შორის 2020-21 წლების სეზონისას. იტყობინებიან, რომ ლუისი ყოველწლიურად 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „ბარსელონა“ არ არის მზად ამ წინადადების მისაღებად, მაგრამ თანახმაა გაუშვას სუარესი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად.

თუ ფეხბურთელი და კლუბი შეთანხმებამდე ვერ მივლენ, ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონა“ არ აპირებს სეზონის ბოლომდე სათამაშო პრაქტიკა მისცეს ურუგვაელს.

სუარესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.