სუარესი „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და დევიდ ბექჰემის კლუბში გადავა #1TVSPORT
სუარესი „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და დევიდ ბექჰემის კლუბში გადავა #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა გადაწყვიტა არ გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან.

34 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გამოცემა Сalciomercato-ს ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელზე მთავარი კანდიდატია „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბი „ინტერ მაიამი“, რომლის ერთ-ერთი მფლობელია ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი.

უფრო ადრე ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, ასევე „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს. ვარაუდობენ, რომ არგენტინელი ბექჰემის კლუბთან კონტრაქტს 2023 წელს გააფორმებს.