სტუდენტური გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს
სტუდენტური გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს

უელსის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, 2019-20 წლების ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში სტუდენტური გუნდი ითამაშებს.

„კარდიფ მეტროპოლიტანის“ შემადგენლობაში კარდიფის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოდიან, რომლებიც სპეციალიზდებიან სპორტულ ფსიქოლოგიაში, სამწვრთნელო მოღვაწეობაში, სპორტსმენთა მწარმოებლობის ანალიზსა და სხვა მსგავს სპეციალობებში.

ევროსაგზურისთვის პლეი ოფის ფინალში ამ გუნდმა „ბალა თაუნს“ მოუგო. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით – 1:1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.