„სტრასბურგში“ კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა
„სტრასბურგში“ კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა, „სტრასბურგმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ძირითადი შემადგენლობის ხუთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტირება 30 ივლისს ჩატარდა.

ინფიცირებული ფეხბურთელები 14-დღიან კარანტინში გადაიყვანეს. „სტრასბურგს“ „ნანსისთან“ ჩანიშნული ამხანაგური მატჩის გაუქმება მოუწია.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის ასევე  ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა „ნანტის“ შემადგენლობაში.

2019-20 წლების სეზონში „სტრასბურგმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა.