სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი ლიკვიდირებულია. მას პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. გავრცელებული ცნობით, შეკატი ერთ-ერთ საწყობში იმალებოდა.

სპეცოპერაცია ნოდორფის უბანში მიმდინარეობს.

11 დეკემბერს, 29 წლის შერიფ შექატმა საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სტრასბურგის მერმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ, სამხედროებთან ორმხრივი სროლის დროს შექათი ხელში დაჭრეს. ის შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო, სამართალდამცველებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ის 27-ჯერ იყო გასამართლებული საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

თავდასხმის გამო, საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შექათის დასაკავებლად სამძებრო ოპერაციაში ასობით პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს. გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი.