სტრასბურგის მერმა საშობაო ბაზრობაზე სროლას ტერაქტი უწოდა
სტრასბურგის მერმა საშობაო ბაზრობაზე სროლას ტერაქტი უწოდა

სტრასბურგის მერმა, როლანდ რისმა საშობაო ბაზრობაზე სროლას ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ მერმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის, რაც გუშინ მოხდა, უდაოდ ტერაქტი იყო, ტერორისტული თავდასხმის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს შიშის დათესვას“, – განაცხადა რისმა, რომელმაც ამავე დროს აღნიშნა, რომ დამნაშავის მოტივი ბოლომდე დადგენილი არ არის.