სტოუნზმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
სტოუნზმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველთან ჯონ სტოუნზთან. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

სტოუნზი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ, მან კლუბში 168 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ხუთი წლის განმავლობაში ინგლისელმა მხოლოდ ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო.