სტოკჰოლმში ავტობუსი გვირაბის კედელს შეეჯახა და აფეთქდა
სტოკჰოლმში ავტობუსი გვირაბის კედელს შეეჯახა და აფეთქდა

სტოკჰოლმის ცენტრალურ ნაწილში ავტობუსი აფეთქდა. შვედური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ცარიელი იყო და აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წინასწარი ცნობებით, ავტობუსი გვირაბში კედელს შეეჯახა, რამაც საწვავით სავსე ავზის დაზიანება გამოიწვია.

მძღოლი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ არის.