სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში „რეინჯერსი“ დატოვოს
სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში „რეინჯერსი“ დატოვოს

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, უახლოესი ორი დღის განმავლობაში დატოვოს პოსტი.

შაბათს, „რეინჯერსმა“ სენსაციურად წააგო „ჰართსთან“ შოტლანდიის თასის მეოთხედფინალი (0:1) და ტურნირიდან გამოვარდა.

„ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქრო. უნდა გავარკვიოთ, სად იმყოფება გუნდი. სერიოზულად უნდა დავფიქრდე მომდევნო 24-48 საათი.

ახლა მე ვგრძნობ ტკივილს, რადგან მოგება მინდა. ძალიან მონდომებული ვარ მოგების მისაღწევად, მაგრამ, როცა დღეს გვერდიდან ვუყურებდი ყველაფერს, არ შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემს მოთამაშეებსაც ასეთივე გრძნობა აქვთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მწვრთნელის როლში ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ“, – მოჰყავს ჯერარდის სიტყვები გაზეთ „სანს“.