სტივენ ჯერარდით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა #1TVSPORT

13:55, 27.06.2021

„რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს, – წერს გაზეთი Evening Standard.

წყაროს ცნობით, ერთი თვის წინ, ინგლისელმა სპეციალისტმა მოლაპარაკებები გამართა „ევერტონთან“, ახლა კი ჯერარდის მთავარ მწვრთნელად აყვანა „ტოტენჰემს“ სურს.

გასულ სეზონში „რეინჯერსმა“ 25 ქულით გაუსწრო „სელტიკს“ და შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი