სტივენ ჯერარდი - შემდეგ თერთმეტმეტრიანს თავად შევასრულებ
სტივენ ჯერარდი - შემდეგ თერთმეტმეტრიანს თავად შევასრულებ

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ შემდეგ თერთმეტმეტრიანს თავად დაარტყამს.

შოტლანდიელებმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალში პორტუგალიურ „ბრაგას“ ორი მატჩის ჯამში 4:2 (3:2, 1:0) სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

„ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. ისინი დიდებულად გამოიყურებოდნენ და უნაკლონი იყვნენ მოედანზე. ჩვენ გატანის მეტი შანსი გვქონდა, თუმცა საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ. გამოუყენებელი პენატლი? შემდეგს თავად შევასრულებ“, – განაცხადა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსმა“, პლეიოფში გასვლამდე, ევროპა ლიგის G ჯგუფში ითამაშა, სადაც ასევე გამოდიოდნენ „პორტუ“, „იანგ ბოიზი“ და „ფეიენოორდი“.