სტივენ ჯერარდი „რეინჯერსში“ დარჩება
სტივენ ჯერარდი „რეინჯერსში“ დარჩება

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა მიანიშნა, რომ ახლოს არის კონტრაქტის გაგრძელებასთან. მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის 31 მაისამდეა ძალაში.

„კლუბმა მომმართა კონტრაქტის გაგრძელების საკითხით. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივია. მე აქ ბედნიერი ვარ. მე ისევ მოწადინებული ვარ გამარჯვებების მოპოვებაზე და ვაპირებ კლუბს ძველი და დიადი დროება დავუბრუნო. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა“, – განაცხადა ჯერარდმა გაზეთ „მირორთან“ ინტერვიუში.

ჯერარდმა „რეინჯერსი“ 2018 წლის პირველ ივნისს ჩაიბარა. 39 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა 93 ოფიციალური მატჩი ჩაატარა: 55 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და 13-ჯერ წააგო.